მივესალმები პოლიტპატიმრებს, თითოეული მათგანისთვისაც ვდგავართ აქ…ათწლეულების საქმე კეთდება ამ პროტესტით, – აღნიშნულის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, ეს პროცესი იმაზე მნიშვნელოვანია, უკვე, ვიდრე ყველაზე ბრუტალური ხელისუფლების შეცვლის პროცესი.
„მივესალმები პოლიტიკურ პატიმრებს, პირველ რიგში, გამარჯობა მინდა ვუთხრა მათ და გამარჯვება, თითოეული მათგანისთვისაც ვდგავართ აქ და ეს მინდა რომ ხშირად გაიგონონ რუსთაველის გამზირიდან პოლიტპატიმრებმა. მათი დამსახურება არის ძალიან დიდი, გადაჭარბების გარეშე, ის რომ ტალღები პროტესტის გადაიქცა ზვირთებად და გადაიქცა შეუჩერებელ პროცესში, რომელსაც ბევრი ელოდა, ბევრი არ ელოდა.
ეს პროცესი იმაზე მნიშვნელოვანია, უკვე, ვიდრე ყველაზე ბრუტალური ხელისუფლების შეცვლის პროცესი, ვიდრე საგარეო პოლიტიკური კურსის კვლავ დაბრუნების პროცესი, იმაზე მნიშვნელოვანი პროცესიც კი არის. ათწლეულების საქმე კეთდება ამ პროტესტით. თითოეულმა აქ მდგომმა ადამიანმა გააცნობიერა, რას ნიშნავს საკუთარი სამოქალაქო უფლებისთვის ბრძოლა.