მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას სენატორი ჯინ შაჰინი გამოეხმაურა. მოგვიანებით, მის განცხადებას “ტვიტერზე” სენატორი ჯიმ რიში, სენატორი ჯონსონი და სენატორი კარდინი შეუერთდნენ.
“მივესალმებით ინფორმაციას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის და მის მიერ შიმშილობის დასრულების შესახებ,” – წერს ჯინ შაჰინი.