LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივიდა სამებაში და ჩვენი ყველას გასაკეთებელი გააკეთა… და თურმე მორალური უპირატესობა ამ სტალინისტი ველურების მხარეს ყოფილა“ – რას წერს ნინია კაკაბაძე ნატა ფერაძეზე?

735
Untitled design (5)

ჟურ­ნა­ლის­ტი ნი­ნია კა­კა­ბა­ძე ნატა ფერაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად: 

„ნატას ერთხელ მანქანა გადაუღებეს, ერთხელ ფიზიკურად იძალადეს მასზე და სიტყვიერად ყოველდღიურ რეჟიმში ემუქრებიან! ის 2 დღის წინ მაინც მივიდა სამებაში და ჩვენი ყველას გასაკეთებელი გააკეთა.

რა ვიცი იმ კაცებს გაგახსენებთ, ვისაც ემუქრებიან ან ერთხელ დაესხნენ თავს, რამდენ კაციანი დაცვით დადიან ცოტა უხერხულია. იმაზე მაინც შევთანხმდეთ რომ ქალი ბევრად უფრო გაბედული და უშიშარია, ვიდრე კაცი

დღეს ნატას სახლთან ორკები რომ მივარდნენ, ჩვენ მაგ დროს უნდა წავსულიყავით და მოსკოველი მატრონა სტალინთან ერთად, კიდევ ერთხელ გადაგვეღობა, მაგრამ ნატასგან განსხვავებით არ გვაქვს ამის ერთი ადგილი. უფრო მარტივია აქ ვწეროთ, რომ ვანდალიზმი კონტრპროდუქტიულია და ცოტა ესთეტიკურ ნორმებზე უნდა შევთანხმდეთ. და თურმე მორალური უპირატესობა ამ სტალინისტი ველურების მხარეს ყოფილა.

P.S. ის მახსენდება, მარტის აქციების დროს პირველი ფანჯარა რომ ჩაიმსხვრა და არ დაგვაგვიანდა „ვანდალების“ გაკიცხვა და მერე სულ

მადლობა ვუხადეთ. ეს ფორმა რომ არ მოგწონთ, რა მოგწონთ ის თქვით?! როგორ უნდა გაგვეპროტესტებინა სტალინი სამებაში???!“ – წერს ნინია კაკაბაძე.

ნატას ერთხელ მანქანა გადაუღებეს, ერთხელ ფიზიკურად იძალადეს მასზე და სიტყვიერად ყოველდღიურ რეჟიმში ემუქრებიან! ის 2 დღის…

Posted by Ninia Kakabadze on ოთხშაბათი, 10 იანვარი, 2024

 

შსს ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე აქციაზე – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

„ალტ-ინფოს“ წევრები სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მსვლელობით მივიდნენ – ფერაძეს შეძახილებით ემუქრებიან, მობილიზებულია პოლიცია

სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს.. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი თავის მსმენელს სტალინზე უყვებიან“

„ჩადენილი იქნა მძიმე ცოდვა, შეურაცხყვეს ნეტარი დედა მატრონა მოსკოველის ხატი – ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს ეს მკრეხელობა აპატიოს“ – მეუფე სპირიდონი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g