LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მივიღე ჩემთვის, პირად ჭრილში მძიმე გადაწყვეტილება” – რამ გადააწყვეტინა რაინდ ლევან ვასაძეს პოლიტიკაში წასვლა

114
LEVAII 33

ლევან ვასაძე ქართულ პოლიტიკაში მიდის.  ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვასაძემ განმარტა, ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა – “ერთობა, რაობა, იმედი”. საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება.

მან პირველ რიგში ბოდიში მოუხდა ოჯახის წევრებს, რადგან ზუსტად იცის, რომ მისი გადაწყვეტილება კრიტიკის ქარცეცხლის მიზეზი გახდება, თუმცა იქვე დასძინა, რომ ქვეყნის ბედზე ფიქრმა გადააწყვეტინა საბოლოოდ მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

“მივიღე ჩემთვის, პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას, გადავდგა ნაბიჯი,შემოვიდე და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში“. – აღნიშნა ვასაძემ.

მან დაასახელა მიზეზები, რის გამოც ქვეყნის გადარჩენაზე სერიოზულად დაფიქრდა.

  • ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის დისკომფორტს განიცდის.
  • ის არ ეთანხმება კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს და ამბობს, რომ ანტისახელმწიფოებრივია.
  • ამბობს, რომ შოკშია საქართველოს საგარეო ვალის გამო  და  რომ ხელისუფლება საგარეო ვალისთვის გვამზადებს, რაც ფაქტობრივად  ბერძნული  სცენარია, რასაც ქვეყნის გაკოტრება ჰქვია.

 

 

შეგახსენებთ, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს რაინდის წოდება 2013 წელს მიანიჭა.

ვასაძის რაინდად კურთხევის ცერემონია 31 ოქტომბერს, დარეჯანის სასახლეში ჩატარდა.

ლევან ვასაძის ტიტული სრული სახით ასე ჟღერს: საქართველოს სამეფოს გვირგვინის დინასტიური ორდენის დიდი ჯვრის რაინდი.

ცერემონიას ესწრებოდნენ ბატონიშვილი ანა, სამეფო ოჯახის წევრები, კანცლერი კახა ქორიძე და სხვადასხვა ორდენის კავალერები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები