შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი, გიორგი გაბეხაძე თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ეს გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება იყო:
„დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა და დავეთხოვო შსს სამინისტროს სისტემიდან“. – წერს გიორგი გაბეხაძე.
გამარჯობა, დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი…
Posted by Giorgi Gabekhadze on Monday 2 December 2024