LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივიღე გადაცემის ავტორის, მაკა რაზმაძის გამოწვევა“… – გიორგი გასვიანის მეუღლე წამყვანის ამპლუაში გამოჩნდა

9234
მარიტამელიქიშვილიიი

გიორგი გასვიანის მეუღლე მარიტა მელიქიშვილი სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობს. ამჯერად, მან გადაცემის წამყვანის როლი „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში მოირგო. მარიტამ მაკა რაზმაძის გამოწვევა მიიღო და გადაცემა „ჩაი“ მის ნაცვლად წაიყვანა.

„მივიღე გადაცემის ავტორის, მაკა რაზმაძის გამოწვევა და გადაცემა „ჩაის“ წავიყვან მე, მოწვეული წამყვანი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. ამ შანსის გამოყენება ჩემთვის დიდი პროფესიული გამოცდილება იქნება, რომელსაც მე ამავდროულად, გამოვიყენებ, როგორც ახალბედა დედა და გადაცემის თემაც სწორედ ახალგაზრდა დედებისთვის შევარჩიე. ვთვლი რომ დედობა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც კი ცხოვრებამ შეიძლება გამოაცდევინოს ქალს“, – მიმართა მაყურებელს მოწვეულმა წამყვანმა და სტუმრები წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g