LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივიღე გადაწყვეტილება გამოვაცხადო შიმშილობა, სანამ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი მულტიფუნქციურ კლინიკაში: პაატა ბურჭულაძე

147
პაატა ბურჭულაძე

„მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა იქამდე, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იქნება გადაყვანილი მულტიფუნქციურ კლინიკაში“, – ამის შესახებ განცხადებას პაატა ბურჭულაძე ავრცელებს.

როგორც სოციალურ ქსელში ბურჭულაძე წერს, ის ამჟამად უცხოეთი იმყოფება და მისთვის სირთულეს წარმოადგენს „იმის ყურება, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ხორციელდება, ამიტომ ხვალ საქართველოში ბრუნდება“.

პაატა ბურჭულაძე ხელოვანებს, კოლეგებს, მწერლებს, მხატვრებს და იმ ადამიანებს ვისაც ამის სურვილი აქვს, გვერდში დადგომისკენ მოუწოდებს და წერს, რომ „ჩვენ ვერ გავხდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილენი!“.

„მეგობრებო, მე ვიმყოფები უცხოეთში და იმ საშინელების ყურება,  რაც საქართველოში ხდება აქედან კიდევ უფრო რთულია. ამიტომ გადავწყვიტე ხვალ წამოვიდე და ჩემი ქვეყნის გვერდით დავდგე ამ მძიმე ჟამს. თუკი ახლა არ დავანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ ის რაც ხდება რამდენიმე გაველურებული ადამიანის პოზიციაა და არა ქართველი ხალხის, არის საშიშროება, რომ სამუდამოდ დაიკეტოს ჩვენთვის ცივილიზაციის კარი.

ამიტომ მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა იქამდე, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იქნება გადაყვანილი მულტიფუნქციურ კლინიკაში! ვიდრე არ იქნება მისი სიცოცხლე გადარჩენილი!

ხელოვანებო, ჩემო კოლეგებო, მწერლებო, მხატვრებო, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ შემომიერთდით, თავისუფლება და მოყვასის სიყვარული ის მთავარი ფასეულობებია, რაც ოდითგან გვაერთიანებდა ყოველ ჩვენგანს! ჩვენ ვერ გავხდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილენი!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g