LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მივხვდი რომ ჩემი განდევნა უნდათ…სადამსჯელო ჩაატარეს” – გია ბუღაძე თსუ-ს განცხადებას ეხმაურება

202
BeFunky-collage - 2022-12-06T003135.577

გია ბუღაძე “ფორმულასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისთვის კონტრაქტის გაგრძელება არ შეუთავაზებია.

როგორც ბუღაძე მედიასთან საუბარში აღნიშნავს, კონტრაქტი არ გაუგრძელეს, რადგან “ქართული ოცნების” პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

“გათავისუფლებას ვერ ვიტყვი, უბრალოდ, კონტრაქტი არ გაგრძელდა. ბუნებრივია, ეს ნიშნავს – “მოდი, რა, შენ თვითონ დაახვიე აქედან”. როცა 3 თვე ლექციებს კითხულობ და არა ხელშეკრულება, არავითარი ოფიციალური გაფორმება… 16 წელია მე ჯავახიშვილში ვმუშაობ, მიყვარს ეს ბავშვები, ბევრმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში და მომწონს, თან ველაპარაკები ხელოვნებაზე და კულტურის პროცესებზე, მიმდინარე პროცესებზე, როგორც ისტორიულად, ისე დღეს.

ვფიქრობ, რომ ჩემი კონტრაქტის შეწყვეტა და არგაგრძელება, თან ასე ჩუმად, მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ ვარ ქოცი. არ ვარ არანაირად ქოცი, პირიქით, შინაგანად ვეწინააღმდეგები მათ დამანგრეველ პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ და აქედან გამომდინარე სადამსჯელო ჩაატარეს, მაგრამ ჩაატარეს ძალიან რბილად, დიპლომატიურად – არ გაგრძელდა კონტრაქტი და, ბუნებრივია, კონტრაქტი თუ არ არის, ნიშანსაც ვერ დაწერ, გამოცდას ვერ ჩაატარებ, ბავშვს ვერ მისცემ თემას. რეალურად, მე მივხვდი, რომ მათ უნდათ ჩემი ასე განდევნა”, – განაცხადა ბუღაძემ “ფორმულასთან” ინტერვიუში.

ამავე თემაზე:

თსუ გია ბუღაძის მიერ უნივერსიტეტის დატოვების შესახებ განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g