LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება“ – ზურაბ ჯაფარიძე

136
ზურაბ ჯაფარიძე

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „ახალგაზრდებს მიმართავს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით დღეს და ისტორიული პერსპექტივით დავინახოთ სურათი, ჩვენმა უფროსმა თაობამ მიაღწია დამოუკიდებელ ქვეყანას, ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ პირობებში საფრთხის ქვეშ დგება“.

მისივე თქმით, პრობლემაა, რომ ქვეყანამ მმართველობის სისტემა ვერ შეცვალა, რომ დაიწყოს რეალური ცვლილებები.

„მივმართავ ახალგაზრდებს, მინდა გავიაზროთ სად ვიმყოფებით დღეს და ისტორიული პერსპექტივით დავინახოთ სურათი, ჩვენმა უფროსმა თაობამ მიაღწია დამოუკიდებელ ქვეყანას, ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-თან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ დგება, მაგრამ პრობლემა არის შემდეგი რომ ჩვენ ვერ შევძელით მმართველობის სისტემის შეცვლა რომ ერთ ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია ვერ შეძლონ, ეს არის სერიოზული პრობლემაა და მეორე პრობლემა ეს არის რომ ეს ხელში ჩაიგდეს რუსებმა, ყველაფერს გვაკარგვინებენ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, მე მჯერა ახალგაზრდების, მათი გაჩერება შეუძლებელია, თქვენ უნდა მოინდომოთ, 26 ოქტომბერს თქვენ გაიმარჯვებთ”, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g