LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივმართავ „ქართულ ოცნებას“: შეეგუეთ მარცხს, ამას მეტი კაცობა სჭირდება, გეყოთ, რაც აჯანჯღარეთ ჩვენი ქვეყანა – ხელისუფლება წყნარად გადმოგვაბარეთ!“ – ალეკო ელისაშვილი

232
ალეკო ელისაშვილი


თა­ვი­სუფ­ლე­ბამ და ღირ­სე­ბამ გა­ი­მარ­ჯვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყვე­ლას გი­ლო­ცავთ! – მივ­მარ­თავ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ – შე­ე­გუ­ეთ მარ­ცხს, ამას მეტი კა­ცო­ბა სჭირ­დე­ბა – გე­ყოთ, რაც აჯან­ჯღა­რეთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, – ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ელი­საშ­ვილ­მა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ზი­ცი­ის­თვის მშვი­დო­ბი­ა­ნად გად­მო­ბა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

„თა­ვი­სუფ­ლე­ბამ და ღირ­სე­ბამ გა­ი­მარ­ჯვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყვე­ლას გი­ლო­ცავთ! ყვე­ლას, ვინც არ გა­ტყდით, ვინც მი­ხედ­ვით, გა­ა­ფე­რა­დეთ ოპო­ზი­ცია და გან­სა­კუთ­რე­ბით 9 ნო­მე­რი. მად­ლო­ბა ყვე­ლას! ყვე­ლა­ფე­რი ამით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა.

ყვე­ლა ხმას და­ვი­ცავთ და ამ გა­მარ­ჯვე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბე­ჭედს და­ვარ­ტყამთ. ცეს­კო-ს ბეჭ­დის დარ­ტყმა მო­უ­წევს. მინ­და მივ­მარ­თო „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ვი­საც გო­ნი­ე­რე­ბა შერ­ჩე­ნია – მო­ეშ­ვით მა­ი­მუ­ნო­ბას, გე­ყოთ დღეს რა­საც მა­მა­ძაღ­ლობ­დით მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხალ­ხს უქ­სევ­დით ვი­ღაც ქე­ცი­ან ზონ­დერებს, ვი­ღაც ძა­ლით ძველ ბი­ჭებს.

გე­ყო­ფათ ახლა ეს! ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წყნა­რად გად­მოგ­ვა­ბა­რეთ. ამა­ღამ უკვე და­ვი­წყებთ იმ და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რა­საც ხალ­ხს ვპირ­დე­ბო­დით: ევ­რო­კავ­ში­რის­კენ სვლა და ჩვე­ნი გამ­დიდ­რე­ბა, ორა­სი ათა­სი სა­მუ­შაო ად­გი­ლი, ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შეს­რუ­ლე­ბა და 1000-ლა­რი­ა­ნი პენ­სია. ამის­თვის ხე­ლე­ბი გვაქვს და­კა­პი­წე­ბუ­ლი.

ქარ­თვე­ლე­ბო, ღირ­სე­უ­ლო ქარ­თვე­ლე­ბო, გი­ლო­ცავთ ყვე­ლას! “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ კი­დევ ერთხელ გე­უბ­ნე­ბით, შე­ე­გუ­ეთ მარ­ცხს. ამას მეტი კა­ცო­ბა სჭირ­დე­ბა. მო­ძებ­ნეთ თქვენს თავ­ში ძალა. გე­ყოთ რაც აჯან­ჯღა­რეთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა“, – გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g