მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტები და მოაგვარონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძალიან ტრაგიკული შემთხვევა, – აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან და ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ევროპარლამენტარი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, პატიმარი ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლონ.
„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტები და მოაგვარონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძალიან ტრაგიკული შემთხვევა. მივმართავთ მთავრობას, გაათავისუფლოს პატიმარი ჰუმანიტარულ საფუძველზე და ეს იქნება გაწერილი რეზოლუციაში, რომელსაც მიიღებს ევროპული პარლამენტი ოთხშაბათს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, რომლის თარგმანსაც ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
ამავე თემაზე: