LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივმართავთ ემიგრანტებს – დაგვიკავშირდით, რათა საარჩევნო უბანი თქვენ ქალაქშიც გაიხსნას“ – ჯაფარიძე-ხოშტარია

131
ჯაფარა და ხოშტარია

„გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და მოძრაობა „დროას“ ლიდერებმა, ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას კამპანიის „საარჩევნო ყუთი შენ ქალაქში“ მიმდინარეობა გააცნეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, 2024 წლის არჩევნებისთვის, საარჩევნო უბნების გასახსნელად ხელმოწერების შეგროვება 14 ქალაქში დაიწყო.

„2024 წლის არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობისათვის აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ირლანდიის, კანადის და ბელგიის 14 ქალაქში, „გირჩი-დროას“ ორგანიზებით, უკვე დაიწყო მოქალაქეთა მობილიზაცია და გროვდება ხელმოწერები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოსათვის მისამართად, რათა ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში საარჩევნო უბნები გაიხსნას.

ცინცინატში (აშშ) 50 ხელმოწერა უკვე შეგროვებულია და განცხადებაც მზადაა. „გირჩი-დროას“ გუნდი მივმართავთ ამ ქალაქებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, დაგვიკავშირდნენ, რათა დავეხმაროთ ადგილზე ხელმოწერებისა და განცხადებების ორგანიზებაში ჩართულ ადამიანებთან დაკავშირებაში.

ასევე, მივმართავთ უცხოეთის სხვა ქალაქებში მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს, დაგვიკავშირდით, რათა საარჩევნო უბანი თქვენ ქალაქშიც გაიხსნას“. – განაცხადეს „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა.

ქალაქების სრული ჩამონათვალი, რომლებშიც საარჩევნო უბნის გასახსნელად დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება:

  • აშშ – ფილადელფია
  • აშშ – ცინცინატი
  • აშშ – მაიამი
  • აშშ – ჩიკაგო
  • კანადა – ტორონტო
  • ბელგია – ანტვერპენი
  • გერმანია – კარლსრუე
  • საფრანგეთი – სტრასბურგი
  • იტალია – ლეჩე
  • ირლანდია – ლიმერიკი
  • გერმანია – ჰამბურგი
  • საფრანგეთი – სან-ბრიო
  • იტალია – მანტუა
  • აშშ – ლოს-ანჯელესი

როგორც ჯაფარიძე და ხოშტარია ამბობენ, კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს საშუალება მიეცეს, საკუთარ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნის გასახსნელად საჭიროა საქართველოს 50 მოქალაქის ხელმოწერა.