ტელეწამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ უმცროსი ქალიშვილი, ნინა გააქრისტიანეს.
ნათლობის შემდეგ კი ოჯახის წევრები და მეგობრები რესტორანში შეკრიბეს, რომელიც შესანიშნავად იყო გაფორმებული და ძალიან ლამაზ გარემოს ქმნიდა.
მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი გამომწერებს უზიარებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ემზადება უსაყვარლეს შვილებთან ერთად ნინას ნათლობისთვის.
„მივულოცოთ ნინა მაქაცარიას გაქრისტიანება“, – წერს ჯანეტი და ნინას ნათლობისთვის მზადების კადრები გამომწერებს გაუზიარა.
„რა დახატულები ხართ“, „სილამაზე“ „სადაც უფალია, იქ სიმშვიდეა, იხარეთ“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში.
ვიდეო: ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას შვილი გაქრისტიანდა – კადრები ნინას ნათლობიდან