LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწათსარგებლობის გეგმის შედგენა იწყება

600

ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მის მიმდებარედ არსებული საკურორტო პოტენციალის მქონე დასახლების – დიდი მიტარბის გათვალისწინებით განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილნა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ქვეყნის სივრცითი მოწყობაა და ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონებში ტურისტულად მიმზიდველი დასახლებების განაშენიანებისა და სივრცით-ტერიტორული მოწყობის უზრუნველყოფა.

„ჩვენ ვიწყებთ მიწათსარგებლობის გეგმის შედგენას. ბაკურიანის განვითარება მიწათსარგებლობის კუთხით თითქმის დასრულებულია. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში მოხდა სტიქიური განვითარება. ჩვენ ვგეგმავთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორიც არის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება – საქართველოს სივცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია. ამ მიმართულებით, რომ არ მოხდეს ქაოსური განვითარება და მათ შორის ტყის მასივების სტიქიური გამოყენება, აუცილებელია კანონზომიერი განვითარების ჩარჩოს შექმნა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები