LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწებზე მოთხოვნა გაზრდილია, მიწოდება კი ვერ ხერხდება

94

MYCLIENT.GE-ის ინფორმაციით, ივნისიდან დღემდე ინვესტორების მხრიდან საინვესტიციო პროექტებისთვის განკუთვნილ მიწებზე მოთხოვნა 35-40%-ით გაიზარდა, თუმცა მიწოდება  სათანადოდ ვერ ხერხდება.

მიწოდების პროცესის შეფერხებას იწვევს ის,რომ სახელმწიფოს მხრიდან ახალი მიწის ნაკვეთებისთვის  განაშენიანების ინტენსივობის კოეფიცინტის მინიჭება დროებით შეჩერდა, რაც ამ მიწებზე მშენებლობის ნებართვების გაცემაზე უარის თქმას გულისხმობს.

შესაბამისად,  მოთხოვნა ისეთ მიწებზეა, რომლებსაც კოეფიციენტი უკვე მინიჭებული აქვთ და მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელია.

მიწებზე კოეფიციენტების მინიჭება სავარაუდოდ სექტემბრიდან განახლებული წესით იქნება შესაძლებელი, რაც მიწოდების პროცესს  ხელს შეუწყობს.

შეგახსენებთ, რომ მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმია გამოცხადებული.

პოპულალურები