LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწევს რთული გადაწყვეტილების მიღება – “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს

294
9362d590ff0875314e648a2662dce2cb-95233

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი, გიორგი ბეგაძე ტოვებს. ამის შესახებ გიორგი ბეგაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ის  14 ნოემბერს პარლამენტში გამართულ კენჭისყრას არ დასწრებია, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ საქართველოს პარლამენტი საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას შეძლებდა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს საკმარისი მხარდაჭერა ექნებოდა:

“დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას!

სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა.

მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება.

დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას,” – წერს გიორგი ბეგაძე.

“ქართული ოცნების წითელი ხაზი“ - დეპუტატები მმართველ პარტიას ტოვებენ

დეპუტატების პრინციპული გადაწყვეტილება პრინციპულ შედეგზე.

შეგახსენებთ, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა, ირინე ფრუიძემ და მარიამ ჯაშმა.

ამ შედეგით პარლამენტის თავმჯდომარე პირველი მოადგილის, 3 საპარლამენტო კომიტეტი კი თავმჯდომარის გარეშე დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები