LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწისძვრა მექსიკაში – დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

90

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ამის შესახებ მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ნიკოლოზ სახვაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უბედურ შემთხვევას გადაურჩა, ვინაიდან იმ შენობებიდან გამოსვლა მოასწრო, რომლებიც მოგვიანებით ჩამოინგრა.

“მუდმივ კონტაქტზე ვართ მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მათგანაც გვაქვს დადასტურებული პასუხი, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ირიცხებიან,“ – განაცხადა ნიკოლოზ სახვაძემ.

ბოლო ინფორმაციით, მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 151 ადამიანამდე გაიზარდა. მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსასთან გუშინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქიდან 49 კილომეტრში დაფიქსირდა, ხოლო სიღრმემ 60 კილომეტრი შეადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g