LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწისძვრა მექსიკაში – დაღუპულთა რიცხვი 320-მდე გაიზარდა

128

„მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 320-მდე გაიზარდა,“ – ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ავარიულ-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლუის ფელიპე პუენტემ, „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.

ლუის ფელიპე პუენტეს თქმით, მეხიკოს შტატში დაღუპულია 182 ადამიანი, მორელოსში – 73, პუებლაში – 45, ედომექსში – 13, გერეროში – 6, ოახაკაში კი – 1.

19 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. ადგილობრივი სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ 34 განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი 4,0 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g