LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწისძვრა მექსიკაში – გარდაცვლილთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა

61

მექსიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ მექსიკის ეროვნული ავარიულ-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლუის ფელიპე პუენტემ, განაცხადა.

ამ წუთისთვის 226 დაღუპულის შესახებ არის ცნობილი: 55 დაიღუპა მორელოსში, 117 –მეხიკოში, 39 – პუებლაში, 12 – ედომექსში და 3 გერეროში, – წერს ”ტვიტერის” საკუთარ ბლოგში ლუის ფელიპე პუენტე.

მექსიკის განათლების მინისტრის, აურელიო ნუნიეს, ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად სკოლაში ნგრევას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა.

სამწუხაროდ, ამ წუთისთვის უკვე 30 დაღუპულია, 11 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, სამაშველო ოპერაციები გრძელდება, – განაცხადა აურელიო ნუნიემ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში.

ქვეყნის პრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოს ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ კიდევ 38 ადამიანია დაკარგული.

მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსასთან გუშინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქიდან 49 კილომეტრში დაფიქსირდა, ხოლო სიღრმემ 60 კილომეტრი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g