მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 286-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Twitter-ზე ქვეყნის სამაშველო-საავარიო სამსახურის უფროსმა ლუის ფელიპე პუენტემ დაწერა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 273 დაღუპულის შესახებ. ხელისუფლებამ, დაახლოებით, 200 შეტყობინება მიიღო მიწისძვრის შემდეგ დაკარგული ადამიანების თაობაზე.
19 სექტემბერს მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსის მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 51 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია. მექსიკაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ამ თვეში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.