მექსიკის დედაქალაქში გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, შემთხვევის ეპიცენტრთან ახლოს მდებარე ვულკანმა, პოპოკატეპეტლმა, გაიღვიძა. ვულკანიდან კვამლი ამოიფრქვა. ინფორმაციას Daily Star ავრცელებს.
სეისმოლოგების თქმით, ვულკანზე „წითელი საგანგაშო“ მდგომარეობაა გამოცხადებული, რაც, მათივე განმარტებით, ყველაზე მაღალი დონეა.
გუშინ მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 51 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფისქირდა.