2024 წლის ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ქართველმა გულშემატკივარმა დაუვიწყარი ზეიმი მოუწყო.
ემოციური და ამაღელვებელი იყო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ ფეხბურთელების მსვლელობა, რომელსაც გამამხნევებელი და სამადლობელი შეძახილებით გზად ხვდებოდნენ ქომაგები.
2 ივლისის ღამით, ქართველ გულშემატკივართან შეხვედრის დროს გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი და წერს:
„მიყვარხარ საქართველო!
მადლობა საქართველო!“.
მიყვარხარ საქართველო! მადლობა საქართველო! 🇬🇪❤️
Posted by Giorgi Kochorashvili on ოთხშაბათი, 03 ივლისი, 2024
„გადავწყვიტე გავათამაშო ჩემი 2 მაისური“ – რა გათამაშებას სთავაზობს გიორგი ქოჩორაშვილი ქომაგებს