პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი ვახტანგ ახობაძე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩს დაესწრო.
სტადიონზე მის გამოჩენას განსაკუთრებული ოვაციები და ტაში მოჰყვა.
ქართველი გულშემატკივრებმა მსოფლიო ჩემპიონთან ფოტოებიც გადაიღეს.
ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა, სადაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„უფალო დალოცე ჩვენი საქართველო და ქართველი ერი“, „მიყვარხართ გულში ჩემო ქართველებო“, – უწერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში პირველი შეხვედრა ჩეხეთთან გამართა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1.