LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიყვარხართ ქართველებო! მადლობა ამერიკა!“ – UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვის დამარცხების შემდეგ

271
მერაბი

მერაბ დვალიშვილი კვლავ UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონია.

ქართველმა „მანქანამ” რუსი უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა.

მერაბ დვალიშვილმა დღევანდელ ბრძოლაში UFC-ის რეკორდიც დაამყარა – ქართველი მებრძოლს ლიგის ისტორიაში უკვე ყველაზე მეტი, ჯამში 91 გდება აქვს შესრულებული.

„მიყვარხართ ქართველებო! მადლობა ამერიკა!“ –  UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის დამარცხების შემდეგ.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ლიგაში საქართველოს კვლავ ორი მოქმედი ჩემპიონი ჰყავს: მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g