ბრიტნი სპირსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.
ამ დღეებში, პოპის პრინცესამ თაყვანისმცემლებს ცეცხლოვანი ცეკვის ვიდეო, ახლახან კი ერთდროულად სამი რომანტიკული ფოტო გაუზიარა, რომლებშიც ის ბოიფრენდთან, სემს ასგარისთან ერთად პოზირებს.
ფოტოებზე, 37 წლის მომღერალი და 25 წლის მოდელი ერთმანეთს ეხუტება და იღიმის.
”მიყვარს”, – სწორედ ასე დაასათაურა ამერიკელმა შემსრულებელი პოსტი, რომელიც ”ინსტაგრამის” მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მოიწონა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან. მათ ერთმანეთი სიმღერის Slumber Party კლიპის გადაღებებზე გაიცნეს.