LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიყვარს ჩემი წარსული, თავისი ტკივილებით და სიხარულებით… მიყვარს ჩემი ბედნიერი აწმყო, მიყვარს ჩემი მომავალი, რომელსაც ვუფრთხილდები და ღმერთს მივანდე“ – გია ჯაჯანიძის ემოციური პოსტი

204
Untitled design (13)

გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს წერს:

„საოცარია ცხოვრება, ოღონდ ადამიანები ამ საოცრებას ჩვეულებრივად ღებულობენ უკვე. მერე უკვირთ ყველაფერი, მერე უკვირთ და არკვევენ რა შეეშალათ.

მერე… მერე ყოველთვის გვიანაა.

როგორ შეხვდი ახალ წელს 30 წლის წინ? 20 წლის წინ? 10 წლის წინ? 5 წლის წინ? 3 წლის წინ? შარშან?

გაიხსენე ყველაფერი და სამყაროს მადლობა უთხარი და გიხაროდეს.

იცვლება გარემოცვა, დამოკიდებულებები, ღირებულებები, იცვლებიან ადამიანები.

არ იცვლებიან ადამიანები.

ცნობილი და შეუცვლელი ფრაზები:

ასე რომ მცოდნოდა სხვანაირად მოვიქცეოდი.

ადრე რა ბედნიერი ვიყავი.

არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა და ეს ,,არმეგონაა” რომელსაც შეცდომაში შეყავხარ.

ნეტა სად წავიდნენ ისინი, ვისაც ადრე გარს ეხვეოდი.

ნეტა სად წავიდნენ იცინი, ვინც ადრე გარს გეხვეოდა.

ნეტა სად წავლენ ისინი, ვისაც ახლა გარს ეხვევი.

ნეტა სად წავლენ ისინი, ვინც ახლა გარს გახვევია.

ჰო, ყველაფერი საოცრებაა. არსებობს ცუდი საოცრება, არსებობს ბედნიერი საოცრება.

მიყვარს ჩემი წარსული, თავისი ტკივილებით და სიხარულებით. მიყვარს ჩემი ბენდნიერი აწმყო, რომლითაც განგებამ დამაჯილდოვა. მიყვარს ჩემი მომავალი, რომელსაც ვუფრთხილდები და ღმერთს მივანდე.

დრომ და ჟამმა ვერ გაახუნა ჩემი გული, ჩემი სიყვარული. ჩემს სულს კი უკეთური და კეთილი ადამიანები აწრთობს.

მე ისევ ისეთი ვარ, როგორიც ადრე ვიყავი, მხოლოდ ჭაღარა და ნაოჭები გამიჩნდა.

საოცარია ცხოვრება, ოღონდ ადამიანები ამ საოცრებას ჩვეულებრივად ღებულობენ უკვე. მერე უკვირთ ყველაფერი, მერე უკვირთ და…

Posted by George Jajanidze / გიორგი ჯაჯანიძე on სამშაბათი, 09 იანვარი, 2024

 

დიდი არაფერი, მხოლოდ სულის ჭურჭელი დამიბერდა. ასეთია ნება განგებისა,“ – წერს გიორგი ჯაჯანიძე.

ვიდეო: „რა კარგად მღერი გია“ – გია ჯაჯანიძე თავის გადაცემაში ამღერდა და სტუმრებიც ააცეკვა 

„ხანაა დიდი სნობიზმისა..სნობები ყველა პერიოდში იყვნენ, მაგრამ ახლა ტექნოლოგიებთან ერთად ,,განავითარეს“ დამოკიდებულებები..სნობიზმი კომპლექსია და ჰგავს ,,მაკიაჟს” რომელიც ნაკლს მალავს“ – რას წერს გია ჯაჯანიძე

„დიაბეტი მაქვს, ინსულინზე ვარ და ყოველთვის, როდესაც ანალიზებს ვაბარებ, ექიმები გაოცებულები არიან პასუხებით“ – გია ჯაჯანიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g