LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზანშეწონილი არაა პრაიდის ჩატარება ახლაო, კალაძეს უთქვამს. მაშინ არ ჩაატარო შენი პრაიდი კახა და ვინც თვლის, რომ მიზანშეწონილია, იმან ჩაატაროს თავისი: ბაია პატარაია

218
BeFunky-collage (1)

უფლებადამცველი, სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია “საფარის” დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში “პრაიდის კვირეულთან” დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

როგორც ბაია წერს, მისთვის გაუგებარია ხელისუფლების განცხადებები თავისუფლების გამოხატვის უფლებაზე, ამ უფლების დაცვასა და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე.

“იცით, რა მიკვირს? როცა პოლიტიკოსი და ხელისუფალი ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანი უფლებაა და ის კანონითაა დაცული, მაგრამ ერთ კონკრეტულ ჯგუფს მოუწოდებს, არ ისარგებლოს ამ უფლებით. ეს რას ნიშნავს? მაშინ რანაირადაა დაცული ეს უფლება?

“უფლება გაქვს, მაგრამ არ გამოიყენო”, პრაქტიკულად ამას ამბობს ყველა ქოცი პოლიტიკოსი. თუ ვერ ვიყენებ, რანაირად მაქვს? ქაღალდზე დაწერილი მხოლოდ? და თუ მაქვს, რანაირად ვერ ვიყენებ? თუ სხვამ უნდა გადამიწყვიტოს, როდის გამოვიყენო და როდის არა, ეგ უფლება აღარაა, ეგ ნებართვაა.

არ ვიცი, ვინ უთხრა ქოცებს, რომ ეს მესიჯინგი კარგია და ის უფლებებში ჩარევას არ წარმოადგენს.

“მიზანშეწონილი არაა პრაიდის ჩატარება ახლაო”, კალაძეს უთქვამს. მაშინ არ ჩაატარო შენი პრაიდი კახა და ვინც თვლის, რომ მიზანშეწონილია, იმან ჩაატაროს თავისი. სახელმწიფოსაგან მხოლოდ უსაფრთხოების დაცვას მოველით ყველანი, მეტს არაფერს”,-წერს ბაია პატარაია.

„პრაიდის“ კვირეული მიზანშეწონილად არ მიმაჩნია” – კახა კალაძე 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g