LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზეზები, რომლებიც საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებას აფერხებს

567

არაადეკვატური ფასები მომსახურებაზე,  არაჯანსაღი კონკურენტული გარემო და ინფრასტრუქტურული პრობლემები- ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომლებიც საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებას აფერხებს. როგორც „ფორტუნას“ ტურისტული კომპანია „ივერ ტურის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა,  ლაშა თურმანიძემ განუცხადა, მთავარი პრობლემა მაინც სერვისზე არსებული ტარიფია.

ivertu.jpg1

 

„რომ შევადაროთ საქართველოში არსებული ფასები, თუნდაც მეზობელ ქვეყნებში არსებულ ტარიფებს, ვნახავთ, რომ დიდი სხვაობაა.  მაგალითად,  ბაქოში 4- ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი რომ იგივე იქნება, როგორც საქართველოს რომელიმე ტურისტულ რეგიონში არსებული ხის სახლის,  რაღაზე უნდა ვისაუბროთ? სერვისი განსხვავდება როგორც ცა და მიწა,  ფასი კი იგივეა… ასევეა ლოპოტაზე არსებული სასტუმროებიც –  7 დღე რომ დაისვენო,  იმაზე მეტს იხდი ვიდრე მალდივის კუნძულებზე,  ან იბიცაზე“ , – აღნიშნა თურმანიძემ.

ivertu.jpg4მისივე განმარტებით, კიდევ ერთი პრობლემა ტურისტულ კომპანიებს შორის არსებული არაჯანსაღი კონკურენციაა და ბევრი არაკვალიფიციური ტუროპერატორია. როგორ „ივერ ტურის“ დამფუძნებელმა განმარტა,  კომპანიები კონკურენტების ჩასაძირვის მიზნით ფასებით თამაშობენ, რაც არაჯანსაღ გარემოს ქმნის ტურიზმის განვითარებისთვის.

როგორც ლაშა თურმანიძემ აღნიშნა,  შიდა ტურიზმის წინსვლისთვის კიდევ ერთ დაბრკოლებას უგზოობა წარმოადგენს. მიუხედავად,  ამისა ქვეყანაში ტურიზმი ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც ვითარდება.  „საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს : გვაქვს უდაბნო, ტყე, მწვერვალები, უძველესი ტაძრები.. შესაბამისად, სწორად უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გამოყენება“, – განმარტა თურმანიძემ. ivertu.jpg5

„ივერ ტურის“ დამფუძნებლის თქმით,  მისი კომპანია ამ ეტაპზე, ძირითადად, ქართულ სეგმენტზე მუშაობს. თუმცა,  უახლოეს პერიოდში, უცხოელი ტურისტების ჩამოყვანის მიმართულებით აქტიურ მუშაობას გეგმავს.

ცნობისთვის, „ივერ ტური“ 2013  წელს დარსდა.  კომპანია ტურებს სრულიად საქართველოს მასშტაბით , ასევე მეზობელ ქვეყნებში: სომხეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში ახორციელებს.  მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი იგეგმება გასვლები ევროპის ქვეყნების მიმართულებითაც, მათ შორის: იტალიაში, უნგრეთში, უკრაინასა და რუსეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g