ვფიქრობ, ჩემი ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიან მორი პასკიემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველომ ევროსაბჭოს წევრობის პერიოდში ძლიერი სულისკვეთება გამოავლინა და დემოკრატიული რეფორმები განახორციელა.
“მჯერა, ჩემი ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ხაზი გავუსვათ თანამშრომლობას, რომელიც არის საქართველოს და ევროსაბჭოს ასამბლეას შორის. ვფიქრობ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას. საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავია და ამ წლების მანძილზე, საქართველომ გამოავლინა ძლიერი სულისკვეთება და მოახდინა დემოკრატიული პროცესების განხორციელება სხვადასხვა ინსტიტუციებში”, – აღნიშნა ლილია მორი პასკიემ