LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მჯერა, რომ ქალის ინტერესები იქნება დაცული, რადგან დანაშაული ჩადენილია, საქმეში მტკიცებულებათა სიმრავლეა – ნელი დოროყაშვილის ადვოკატი

152
BeFunky-collage (7)

მე მჯერა, რომ ქალის ინტერესები იქნება დაცული, რადგან მჯერა, რომ დანაშაული ჩადენილია, – ამის შესახებ ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ განაცხადა. როგორც დოროყაშვილის უფლებადამცველი აღნიშნავს, საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი.

“ვნანობ, რომ ამდენი ვითმინე” – ნელი დოროყაშვილი

„ჩვენ პირველივე დღიდან, მას მერე, რაც ქალბატონ ნელი დოროყაშვილს ვიცავთ, რწმენა იმის შესახებ, რომ ძალადობრივი ქმედებები ნელი დოროყაშვილის მიმართ ჩადენილია, რა თქმა უნდა, გვაქვს.

შესაბამისად, მთელი ეს პერიოდი, რასაც ჩვენ გამოძიების ეტაპს, შემდეგ პროკურატურის საქმიანობას ვაკვირდებოდით და ახლა სასამართლო განხილვებს, ნამდვილად გეტყვით, რომ მე მაქვს მოლოდინი, რომ ნელი დოროყაშვილის ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული, თუმცა ზუსტად რა გადაწყვეტილება იქნება და მოსამართლე რას გაიზიარებს, ამის თქმა არავის შეუძლია.

თუ შევადარებთ ამ და სხვა მოსამართლის მსჯელობებს სხვა მოსამართლეების მსჯელობებს ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულების პრაქტიკას, დამერწმუნეთ, ეს ერთ-ერთი ის საქმეა, სადაც ყველაზე მეტი მტკიცებულებაა, რომ დანაშაული მოხდა.

„ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო.. ეს ჩანაწერები იმის დამადასტურებელია, რომ მან იცრუა“ – ბასილაშვილის დედამ პროცესზე დოროყაშვილის მიერ მიწერილი შეტყობინება წაიკითხა

ბასილაშვილის ადვოკატი: ნელი დოროყაშვილი შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანია, მას შურისძიება იმიტომ უნდა, რომ ბასილაშვილს სხვა რჩეული ჰყავს

ამ საქმეში მტკიცებულებათა სიმრავლეა, მათ შორის, პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც პრაქტიკულად მსგავს საქმეზე არ იძებნება ხოლმე. ეს ისეთი საქმეა, მიუხედავად დახურული სივრცისა, მაინც არსებობს არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, არაერთგვაროვანი მტკიცებულებები, არიან მოწმეები, რომლებიც ძალადობის შესახებ ჰყვებიან. თავად მსხვერპლია მთავარი და პირდაპირი მტკიცებულება, რომელსაც სასამართლო მრავალი საათის განმავლობაში უსმენდა. აქ მთავარი ისაა, ბრალდებულმა თავი არ დააკითხინა სასამართლოს, ეს ძალიან საინტერესოა, რატომ თქვა უარი. ამის უფლება აქვს, მაგრამ რატომ თქვა უარი ბრალდებულმა მოწმის სახით ყოფილიყო დაკითხული და საშუალება მიეცა პროკურატურისთვის კითხვები დაესვა. მან ამაზე თავი შეიკავა, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მე მჯერა, რომ რეალურად ქალის ინტერესები იქნება დაცული, რადგან მჯერა, რომ დანაშაული ჩადენილია“, – განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც, თავად ბრალდებული საბოლოო სიტყვით ისარგებლებს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

ამავე თემაზე:

„6 თვის განმავლობაში კარლოტას არავინ ახსენებდა – ალბათ, როცა ნიკოლოზმა დაითანხმა და კარგად „დაამუშავეს“, შემდეგ გადაწყვიტეს გამოეჩინათ“ – დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს

ნელის ლუკასი ჰყავდა ხელში აყვანილი, ნიკა ლუკასის მკლავს ეფერებოდა – ნიკას მხრიდან ძალადობა არ დამინახავს. ეს რომ დამენახა, მასთან არ ვიქნებოდი: ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი

„ამერიკაში არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია“ – რა თქვეს ნეკა დოროყაშვილმა და ნიკოლოზ ბასილაშვილმა პროცესის დაწყებამდე

„იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ“ – რას ამბობს ნეკა დოროყაშვილი ვიდეოჩანაწერზე

ნეკა დოროყაშვილი: როცა რაიმე სახის კონფლიქტი ხდებოდა, ნიკოლოზი საბანკო ბარათს ბლოკავდა, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში და ვერ გადამიხდია, ვცდილობდი ფული მეგობრებისგან მესესხა

„რატომ მირტყამ?“ – ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ახალი აუდიო ჩანაწერი წარადგინა

magti 5g