LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მკაცრად არ განმსაჯოთ, პირველი ნაბიჯია” – ბოკერიამ Facebook გვერდი შექმნა და ვიდეო-მიმართვა გაავრცელა

209
BeFunky-collage (1)

გიგა ბოკერიამ, რომელიც ევროპული საქართველოს სახელით რომელიც ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში იყრის კენჭს, საკუთარი ფეისბუქგვერდი შექმნა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ სოციალური ქსელები მისთვის უცხოა და სხვა, ტრადიციულ ინფორმაციების წყაროს უფრო იყენებს, მაგრამ საარჩევნო კამპანიის დროს, Facobook-ის აქტიური მომხმარებელი იქნება.

“ეხლა ვდგავარ ბაბუაჩემის, გოგი ალექსანდრიას სახლის წინ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აქ ვიყრი კენჭს, ფოთში, ხობსა და სენაკში. სხვათაშორის, სამივე რაიონში ჩემ ოჯახს აქვს ძირი და ფესვები. პოლიტიკაში ყოფნის დროს, ხშირად მსაყვედურობდნენ, თუ რატომ არ ვიხედებოდი ამ მხარისაკენ, რაც ნაწილობრივ სამართლიანი საყვედური იყო.

მე მათ ყოველთვის ვპასუხობდი, რომ თუ მოვიდოდა დრო და გავაგრძელებდი აქტიურ პოლიტიკას, მე ამ ნაბიჯს აუცილებლად გადავდგამდი, ახლა კი მოვიდა დრო, რომ ავიღო ეს პასიხისმგებლობა და ვთხოვო ფოთის, სენაკისა და ხობის მოსახლეობას მხარდაჭერა, რათა შემდეგ ვიყო მათი ხმა პარლამენტში”, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

https://www.facebook.com/28821170162/videos/669404397261774

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g