LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მკაცრი ლოქდაუნის მომხრეებს მინდა გკითხოთ: ძველებურად მანქანის გადაადგილებაც შეიძლება აკრძალონ, მერე რას შვრებით?” – ნინო ჯანგირაშვილი

410
vsvdffv

ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელი, ნინო ჯანგირაშვილი “ლოქდაუნთან” დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აფიქსირებს.

ჯანგირაშვილი აღნიშნავს, რომ “ლოქდაუნის” გამოცხადების შემთხვევაში ქვეყანაში სრული ქაოსი იქნება.

“მკაცრი ლოქდაუნის მომხრეებს მინდა გკითხოთ: დღეს სრული ქაოსია ჯანდაცვის სისტემაში, ადამიანები ვერ იღებენ ტესტებს, ვერ იღებენ სამედიცინო დახმარებას, მაგრამ რაღაცას ახერხებენ, თავად მიდიან კლინიკებში, თავად წყვეტენ საკუთარ ლოჯისტიკურ საკითხებს, ან ერთმანეთს ეხმარებიან. აი, სულ რომ გამოგვკეტავენ და სავარაუდოდ ძველებურად მანქანის გადაადგილებაც კი შეიძლება აკრძალონ, მერე რას შვრებით? გჯერათ რომ ამ შემთხვევაში 112–ზე გიპასუხებენ, ან ოჯახის ექიმი გიპასუხებთ ან ვინმე საშველად მოვა?ან დაავადებულს და იზოლირებულს წამალს ან საკვებს მაინც მოგაწვდით ვინმე? ისევ ისეთი ქაოსი იქნება და შეზღუდვების გამო ვეღარც საკუთარ თავს ვუშველით და ვეღარც ერთმანეთს, სისტემისგან ისევ მიტოვებულები. ასე რომ, კარგად დაფიქრდით სანამ რამეს მიემხრობით,”-წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g