LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკაფიოდ ითქვა, რომ პარლამენტში არშესვლა და პოლიტიკური პროცესის ბლოკირება პირდაპირ რუსულ ინტერესებს ემსახურება: თალაკვაძე სენატორების შეფასებებზე

40
არჩილ თალაკვაძე

“რეგიონში გეოპოლიტიკური ცვლილებების, კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული პრობლემების და ეკონომიკური სირთულეების ფონზე, საქართველო განაგრძობს რეფორმებს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით.” – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე საუბრობს და აშშ-ს სენატში სენატორების გამოსვლას აფასებს.

არჩილ თალაკვაძე ამის შესახებ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი სენატში საქართველოს მიმართ გამოხატულ ძლიერ მხარდაჭერას მიესალმება:

“საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც სენატორი ჯინ შაჰინის ლიდერობით გაიმართა, სათანადოდ შეფასდა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ყურადღება დაეთმო არსებულ გამოწვევებს. მკაფიოდ აღინიშნა, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველო დასავლეთის საიმედო მოკავშირე და პარტნიორია და ქვეყანას პროდასავლური კურსისგან არასდროს გადაუხვევია; აღინიშნა, რომ ეუთო/ოდირ-ის შეფასებით საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით, კონკურენტულ გარემოში და ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში.

მკაფიოდ ითქვა, რომ პარლამენტში არშესვლა და პოლიტიკური პროცესის ბლოკირება პირდაპირ რუსულ ინტერესებს ემსახურება. ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონს და კანონის დარღვევა ვერ იქნება მხარდაჭერილი.” – წერს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, 23 მარტს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.

ჯორჯ კენტი საჯაროდ არ ეთანხმება პრონწკი საზოგადოების წევრებს, რომ “ქართული ოცნება” და მისი მილიონი ამომრჩეველი რუსეთის აგენტია: შალვა პაპუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g