LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხარდამჭერის წერილია, სხვანაირად როგორ უნდა გაიგო, მიკვირს – პაპუაშვილი ბლინკენის წერილზე

65
BeFunky-collage (7)

ბლინკენის წერილის მთავარი შინაარსი რა იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ულოცავს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამშრომლობას იმედით უყურებს, სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს გაგებული ეს წერილი, მიკვირს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წერილის შეფასებისას განუცხადა.

„ბლინკენის წერილში ხაზგასმით ეწერ , რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს პარტნიორად და ამ წერილის მთავარი არსი და შინაარსი იყო ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ულოცავს თანამდებობაზე დანიშვნას და მასთან თანამშრომლობას უყურებს იმედებით.“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის,ენტონი ბლინკენის წერილი გაასაჯაროვა, რომელიც ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ მისწერა.

წერილში ბლიკენი საქართველოს მოუწოდებს, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად.

„ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას გლობალურ და რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით კრემლის აგრესიის ფონზე“ – ბლინკენი დარჩიაშვილს მისალოც წერილს უგზავნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g