LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხდალი ფიფა: რუსებს დროშა, გერბი და ჰიმნი აეკრძალათ, მაგრამ ბოიკოტი უფრო იზრდება – საერთოდ მოაშორეთ რუსეთი!

44
im-17258

მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს სანქციები დაადეს.

მოგეხსენებათ, უეფას გადაწყვეტილებით, სანკტ-პეტერბურგს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ჩამოერთვა. ფიფამ კი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან რეკომენდაციით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ნაკრები ამიერიდან ვეღარ ითამაშებს რუსეთის სახელით და იასპარეზებს რუსეთის საფეხბურთო კავშირის სახელით. რუსებს აეკრძალებათ ეროვნული სიმბოლიკის – დროშისა და გერბის გამოყენება. არ გაისმება რუსეთის სახელმწიფო ჰიმნი.

იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია მალე არ დარეგულირდა, არ არის გამორიცხული რუსები 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატიდანაც მოხსნან. მოგეხსენებათ, მარტში რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები იყო დაგეგმილი, მაგრამ პოლონეთმა, შვედეთმა და ჩეხეთმა რუსების წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვეს. ფიფა-ს გადაწყვეტილებით, ეს მატჩები რუსეთის ნაცვლად სხვაგან გაიმართება. თუმცა ეს ქვეყნები საერთოდ უარს ამბობენ რუსებთან შეხვედრაზე. უეფამ მათთან მოლაპარაკებები დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ საკუთარი ქვეყნის ჰიმნისა და დროშის აკრძალვა ფეხბურთში უპრეცენდენტო გადაწყვეტილებაა.

მიუხედავად ამისა, მსგავსი სანქციები დიდად არ მოუწონეს ფიფას და ის არასაკმარისად მიაჩნიათ. უმრავლესობას სურს,რომ რუსეთი საერთოდ მოკვეთონ.

ბოლო ინფორმაციით:

პოლონეთის საფეხბურთო კავშირის თავკაცი: „არ ვითამაშებთ რუსეთთან, გუნდის სახელწოდების მიუხედავად. ფიფას გადაწყვეტილება მიუღებელია.
ფიფას სკანდალური გადაწყვეტილების გამო ჩვენ ევროპის ყველა ფედერაციას მოვუწოდებთ ჩვენს მხარეს დადგნენ“.

შვედეთი ისევ უარზეა რუსეთთან თამაშზე: „უკრაინაში სიტუაცია არ შეცვლილა ფიფას ერთი განცხადების გამო“.

ნორვეგია და უელსი შეუერთდნენ შვედეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, ინგლისისა ალბანეთის ბოიკოტს და რუსეთთან თამაშს არც ისინი აპირებენ.

ალბანეთმა უარი თქვა რუსებთან თამაშზე. მათ ერთა ლიგაზე უწევდათ შეხვედრა.

ფიფა პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვედეთთან დიალოგს აწარმოებს და არ არის გამორიცხული რუსეთი მოკვეთონ კიდეც.

ესპანეთი შეთავაზებს რუსული გუნდები ევროპული შეჯიბრებებიდან გააძევონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები