LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხეცები არიან… არ ესმით, რა არის აღდგომა“ – ლვოვში „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა

288
ლვოვი

უკრაინის ქალაქ ლვოვში „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის რეგიონის გუბერნატორი მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს და განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი „ახალი სადაზვერვო ინფორმაციაა“.

„კომენდანტის საათი“ დღეს 23:00 საათიდან ხვალ დილის 5 საათამდე გაგრძელდება.

„სამწუხაროდ, მტერს არ აქვს ძირითადი რელიგიური დღესასწაულის გაგების უნარი. ისეთი მხეცები არიან, რომ არ ესმით, რა არის აღდგომა“, – აღნიშნა კოზიცკიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g