LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხევლის წიგნი“: მეორე სეზონის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

215

პრემია „ოქროს გლობუსის“ მიღებისა და „ემის“ ლაურეატობის შემდეგ, ქსელში სერიალ „მხევლის წიგნის“ მეორე სეზონის ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელშიც მთავარ როლს, ელიზაბეტ მოსი ასრულებს.

ახალი სეზონის სიუჟეტის ცენტრში მთავარი პერსონაჟის ორსულობა, გილეადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და დაკარგული ქალიშვილის ძიების პროცესია.

მოსის გარდა, სერიალში მთავარ როლებს ჯოზეფ ფაინსი, ივონ სტრახოვსკი, მაქს მინგელა, სამირა უაილი და სხვა მსახიობები ასრულებენ.

მეორე სეზონის პირველი სერია ეთერში 25 აპრილს გამოვა.

https://www.youtube.com/watch?v=xxQhWrAcQnE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები