სერიალი „მხევლის წიგნი“ მესამე სეზონით გაგრძელდება. ამის შესახებ Variety წერს. ეს გადაწყვეტილება სერვისმა Hulu პროექტის მეორე სეზონის პრემიერიდან ერთ კვირაში მიიღო. მიზეზად, სერიალის არნახული წარმატება სახელდება.
“მხევლის წიგნი“ მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას წარმოადგენს და ის აშშ-ს ნაწილში გამეფებულ საომარ რეჟიმზე მოგვითხრობს, სადაც ქალებს მხოლოდ გამრავლების ფუნქცია აქვთ და უშვილო წყვილებს ისინი ბავშვებს უჩენენ.
მთავარ როლს მასში ელიზაბეტ მოსი ასრულებს.