LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მხიარული და უდარდელი განწყობა მაქვს” – თამრიკო მეჭიაური ,,არ დაიდარდოს” პრემიერით ესტუმრა

140
tamrikomejiauri

29 დეკემბერს რადიოს „არ დაიდარდო“ წინასაახალწლო გადაცემას „არის2022“ კომპოზიტორი და შემსრულებელი თამრიკო მეჭიაური სიმღერის „მელანქოლია“ პრემიერით ესტუმრა.

-თამრიკო როგორია თქვენი საახალწლო განწყობა?

-მხიარული და უდარდელი განწყობა მაქვს.

-სად ხვდებით ახალ წელს და გაქვთ თუ არა დაგეგმილი კონცერტები?

-კონცერტები რა თქმა უნდა, დაგეგმილია. საახალწლოდ ორბელიანის მოედანზე და შემდეგ უკვე 3-4 იანვარს რეგიონებში.

როგორ აღნიშნავთ ბედობას?

ბედობის მჯერა. გასული 2 წელი ბედობას ბათუმში შევხვდი და დამებედა კიდეც. წელს ვაპირებ სახლში შევხვდები.

-ამდენი გეგმის მიუხედავად, საახალწლო სუფრას თავად ამზადებთ?

-დიახ, თავად ვამზადებ კერძებს. ტრადიციულად, გოზინაყი, სხვადასხვა სალათები, ტკბილეულობა…

-ახალ წელს ვინ არის ხოლმე თქვენი მეკვლე?

-ძირითადად მე მიწევს მეკვლეობა, კონცერტიდან დაბრუნებულს.

-ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე “მელანქოლია“…

-ტექსტის ავტორი გახლავთ ნანა ცინცაძე. მუსიკა არის ჩემი, დამზადებულია ზაზა გოჩიტაშვილის „Z-studio”-ში. გიტარის პარტიას ასრულებს ვირტუოზი გიტარისტი გია ფეიქრიშვილი.

 

თამრიკო მეჭიაური – მელანქოლია

 

გადაცემის აუდიჩონაწერი 

 

თამრიკო მეჭიაური. საახალწლო გადაცემა “არის 2022”.

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g