LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხიარული სიმღერაა“ – ანი კეკუა სიმღერის „გურულები ამერიკაში“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

298
ანი-კეკუა

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ მომღერალი ანი კეკუა სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „გურულები ამერიკაში“ პრემიერა შედგა.

ანი, მონაწილეობას იღებდი პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“. როცა დაგიკავშირდნენ და პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზეს, ბევრი იფიქრე თუ მაშინვე დათანხმდი, ეს შენი პირველი შეხება იყო ცეკვასთან?

როცა ვუყურებდი, ყოველთვის მინდოდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოვხვდი პროექტში, ზაფხულში ჩემი მეგობრის, აჩიკო ბერიძის კონცერტზე ვიყავი, სადაც „იმედის“ თანამშრომელმა გოგოებმა დაინახეს, თუ როგორ ვცეკვავდი აჭარულს. მითხრეს, კარგ ფორმაში ხარ, შენ ბოლოს „ცეკვავენ ვარსკვლავებშიც“ გამოხვალო. ამაზე ვხუმრობდით, თუმცა მათ ჩუმად გაუგზავნიათ ჩემი ცეკვის ვიდეო ნოე სულაბერიძისთვის.

ყველაზე მეტად რომელ ტურში, რომელი ცეკვით იყავი კმაყოფილი შენი თავით?

ყველაზე მეტად სამბათი, ჩაჩათი, პასოდობლეთი, ჯაივით ვიყავი კმაყოფილი, შეგრძნების დონეზე ვამბობ, თორემ ტექნიკურად, ოთოსგან როგორც ვიცი, არ შემშლია არც ერთგან, რადგან სრული მობილიზაცია მქონდა ნამდვილად.

როგორც ჩანს, გიყვარს კონკურსებში მონაწილეობა, რაც მთავარია, ხშირ შემთხვევაში, გამარჯვებული ხარ ხოლმე. არ ნერვიულობ კონკურების დროს?

ნერვიულობას არ ვიმჩნევ ხოლმე და ეს ყველაფერი სცენაზე არ მეტყობა, რადგან მაქვს ამის პრაქტიკა. ნერვიულობას ღიმილით გამოვხატავ.

„ნუცას სკოლა“, „ჯეოსტარი“, ბევრი კონკურსი იყო.

ამ შემთხვევაშიც, მგონია, რომ გამარჯვებულები ვართ, რაც არ უნდა ხმამაღლა ჟღერდეს. მაყურებლის მხრიდან იმხელა მხარდაჭერა და უკუკავშირი იყო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ.

ვისაუბროთ სიმღერაზე „გურულები ამერიკაში“.

მხიარული სიმღერაა. სრულიად ყველაფერი, იდეით დაწყებული, ჩაწერით დამთავრებული მიშა მდინარაძეს ეკუთვნის.

როგორია სამომავლო გეგმები?

დაგეგმილი მაქვს ერთი კონცერტი.

ანი კეკუა – გურულები ამერიკაში

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ანი კეკუა – კოკობო ვარდო

ანი კეკუა. პრემიერა გადაცემაში “რადიო დუეტი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები