LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხილება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის: ნიურნბერგის პროცესიდან 75 წელი გავიდა

254
ffff

სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თორმეტ პირს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს სამს, თავისუფლების აღკვეთა თორმეტი წლით ორს, 15-წლიანი პატიმრობა ერთს, თავისუფლების აღკვეთა 10 წლით კი ასევე ერთს – ასეთი შედეგით დასრულდა საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მიერ გერმანელი პოლიტიკური და სამხედრო პირების გასამართლება.

 

 

 

ეს ნიურნბერგია, ქალაქი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ საერთაშორისო სამართლის ახალი ეპოქის სამშობლოდ და ქალაქი, რომელშიც ნიურნბერგის პროცესი 1945 წლის 20 ნოემბერს დაიწყო.

ტრიბუნალი საბჭოთა კავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეთანხმებით 1945 წლის 8 აგვისტოს ლონდონში შეიქმნა.

მისია კეთილშობილური იყო – თვალი აეხილა მსოფლიოსთვის და ეჩვენებინა მეორე მსოფლიო ომში გერმანელი, მთავარი დამნაშავეების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ბოროტმოქმედება.

 

ეს ნიურნბერგის სასამართლო დარბაზში გამართული პირველი სხდომის ამსახველი ფოტოა
1945 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული.

 

პროცესი თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა – ბრალდებულები ტრიბუნალის წინაშე 1946 წლის 1 ოქტომბერს წარდგნენ.

ამ დღის შემდეგ კი მთელმა მსოფლიომ შეიტყო სახელები: ჰერმან გერინგი, რუდოლფ ჰესი, იოახიმ ფონ რიბენტროპი, მარტინ ბორმანი… და სიტყვებიც: შეთქმულება, აგრესიული ომის მომზადება, წარმოება, კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული წარმოუდგენელი სამხედრო სისასტიკე – ამ ოთხი და დანარჩენი თვრამეტი დამნაშავის ბიოგრაფიის შემადგენელი ნაწილი გახდა.

 

ფოტოზე: ნიურნბერგის პროცესის მსჯავრდებულები.

 

ადამიანის გონებით მოფიქრებული და ხელით განხორციელებული სისასტიკე – ნაცისტური იდეოლოგიის თანმდევი მოვლენები საფუძვლად დაედო მრავალი ლიტერატურული თუ მუსიკალური ნაწარმოების, ასევე მხატვრული ფილმის შექმნას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g