LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ აპრილის თვეში რუსებმა საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს

119
12

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი სასაზღვრო ზონაში დაკავებული მოქალაქეების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილის თვეში, 45 პირი დააკავეს:

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის მონაკვეთებზე 45 კანონდამრღვევია დაკავებული, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის 21, ხოლო სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის – 24 პირი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

განცხადებაში წერია, რომ თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩატარდა. 25 პირი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, 15 პირს გაფრთხილება მიეცა, 2 პირის მიმართ კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.

ქართული მხარის ცნობით, უკანონო დაკავების უკანასკნელი ფაქტი გუშინ, 11 მაისს მოხდა.

ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს 

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g