LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ ჩვენი ოპონენტების ჯგუფი ცდილობს ჯიუტად, არ აღიაროს არჩევნების შედეგები: პაპუაშვილი IRI-ის საარჩევნო შეფასების ანგარიშზე

64
შალვა პაპუაშვილი

“დღესდღეობით, მხოლოდ ერთადერთი, ჩვენი ოპონენტების ჯგუფი არის დარჩენილი, რომელიც ჯიუტად ცდილობს არ აღიაროს არჩევნების შედეგები, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მიიღეს ის რეზულტატი, რომელსაც გეგმავდნენ.” – უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს ეხმიანება და ამბობს, რომ არჩევნების შედეგებზე საქართველოს მოქალაქეების ნება აისახა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არჩევნებს ხარვეზები ჰქონდა, თუმცა არა ისეთი, რომელიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა შედეგებზე:

“გუშინ ვნახეთ IRI-ის საბოლოო ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით, რომელშიც კიდევ ერთხელ განმეორდა ის, რასაც ვსაუბრობთ ჩვენ, ცესკო და საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები. ის, რომ ამ არჩევნების შედეგებზე აისახა საქართველოს მოქალაქეების ნება, ის, რომ ამ არჩევნებს მართალია ჰქონდა ხარვეზები, მაგრამ არა ისეთი, რომელსაც რაიმე სახის გავლენა შეეძლო მოეხდინა შედეგისთვის – ამან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დღესდღეობით, მხოლოდ ერთადერთი ჯგუფი, ჩვენი ოპონენტების ჯგუფი არის დარჩენილი, რომელიც ჯიუტად ცდილობს არ აღიაროს არჩევნების შედეგები, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მიიღეს ის რეზულტატი, რომელსაც გეგმავდნენ.” – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დიალოგზეც გაამახვილა ყურადღება, მოლაპარაკებებს უწოდა ქვეყნისთვის სასარგებლო და აღნიშნა, რომ დიალოგის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი:

“მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თავად გახლდით ეს დღეები ბრიუსელში, ევროპარლამენტის წევრებთან მქონდა შეხვედრა, ვნახეთ რა განწყობა იყო. განწყობა არის შემდეგი – საჭიროა შეთანხმება, საჭიროა პარლამენტში ოპოზიციის მონაწილეობა. ამას ვხედავთ ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვაში, როდესაც ოპოზიციის მომხრეებიც კი ეუბნებიან, რომ პარლამენტში შევიდნენ. ეს ვნახეთ გუშინდელ მოწოდებებშიც.

ჩვენ, ერთი მხრივ, ღია ვართ შეთანხმებისთვის და მოსურნე, რომ ეს შეთანხმება იყოს ყველასთვის სასარგებლო, განსაკუთრებით ქვეყნისთვის. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი რომ შედეგიანი იქნება.” – აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

mazda magti 5g