უნიჭიერესი და წარმატებული პიანისტი, გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს არქივიდან ვიდეოს უზიარებს.
ვიდეოს ფრაგმენტში, რომელიც 13 წლის წინ არის გადაღებული, ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მყოფი გიორგი გიგაშვილი ჰპასუხობს წამყვანის შეკითხვას – „რა არის მისი მომავალი გეგმები“.
„ახლა ვფიქრობ სოლო კონცერტის ჩატარებას, კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ კონსერვატორიის დიდ დარბაზში მინდა მუსიკის, სიმღერის, ყველანაირი ჟანრის [კონცერტი]“, – ჰპასუხობს გიორგი გიგაშვილი.
აღნიშნული ვიდეოს აღწერაში კი პიანისტი წერს:
„მხოლოდ და მხოლოდ 13 წლის მერე ახდა ეს ოცნება“.
მხოლოდ და მხოლოდ 13 წლის მერე ახდა ეს ოცნება. 🥹
Posted by Gigashvili Giorgi on Friday, May 16, 2025