LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ ერთადერთი ახალი წელი მახსენდება, რომელიც კონცერტზე შეგნებულად არ გავატარე“ – რა მოხდა ერთხელ ახალ წელს: ნინა სუბლატი საკუთარ ისტორიას გვიზიარებს

137
BeFunky-collage

გადაცემის „შენი დილა“ რუბრიკას „რა მოხდა ერთხელ ახალ წელს“ მომღერალი ნინა სუბლატი სტუმრობდა და მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი გაიხსენა.

„ჩემი ახალი წლები ყოველთვის ერთმანეთს ჰგავს, რადგან დაახლოებით, 17 წლიდან საახალწლო კონცერტებში მონაწილეობა მიწევს, ეს ჩემი სურვილით, რა თქმა უნდა.

ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მუსიკა შეესადაგება საახალწლო განწყობას, მაგრამ რაღაცნაირად მიყვარს ხოლმე და ყოველთვის რაღაც ახლით გამოვდივარ..

მხოლოდ ერთადერთი ახალი წელი მახსენდება, რომელიც კონცერტზე შეგნებულად არ გავატარე, რადგან მართლა მაინტერესებდა, როგორი იყო ახალი წელი კონცერტის გარეშე, ოჯახთან ერთად, ტრადიციულად, როგორც ატარებენ ხოლმე.

? “ორ ახალ წელს შევხვდი სახლში…” | რა მოხდა ერთხელ ახალ წელს – ნინა სუბლატის ისტორია ?❤️

? “ორ ახალ წელს შევხვდი სახლში…” | რა მოხდა ერთხელ ახალ წელს – ნინა სუბლატის ისტორია ?❤️

Posted by შენი დილა • Sheni Dila on ორშაბათი, 08 იანვარი, 2024

ჩემი ოჯახის ყველა წევრი შევკრიბე და ალბათ, ეს იყო ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული ახალი წელი..

გამოვიდა, რომ ორ ახალ წელს შევხვდი სახლში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები