LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ ერთი პრეზიდენტი – ვინ ესწრებოდა მარგველაშვილის ინაუგურაციას და ვინ ჩამოდის თელავში

500B5004-184E-4707-A8D5-E948B4DDC567_cx0_cy2_cw0_w1023_r1_s

თბილისის ნაცვლად თელავი, ლიეტუვას პრეზიდენტის ნაცვლად კი სომხეთის პრეზიდენტი – საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მისი ინაუგურაცია კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას მოქმედი პრეზიდენტებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსისიანი ესწრება. 

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ნიკოლა სარკოზი დაესწრება

ინაუგურაცის დეტალები ამ დრომდე არ არის ცნობილი

სანამ ამ გადაწყვეტილებას, პოლიტიკოსები თავისებურად შეაფასებენ, ინაუგურაცია მშვიდობიანად ჩაივლის და მისი ხარჯებიც გასაჯაროვდება, წინა პრეზიდენტის ინაუგურაციას გადავხედოთ. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ხარჯები ღონისძიების გამართვის შემდეგ გახდება ცნობილი

ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმში ინაუგურაციის ღონისძიების გამართვის შემდეგ, საზეიმო მიღება თელავში, თეატრის შენობაში გაიმართება

გიორგი მარგველაშვილის ფიცის დადება თბილისში გაიმართა, თუმცა ჩამოსულ სტუმრებს შორის, მაშინაც ერთადერთი მოქმედი პრეზიდენტი იყო – დალია გრიბაუსკაიტე.

2013 წლის 17 ნოემბერს გამართულ ინაუგურაციას დაესწრნენ ავსტრიის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი, ჩეხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი. რუმინეთი, პორტუგალია, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი, იაპონია, ყატარი, მოლდოვა, ირანი და ისრაელი მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების დონეზე იყვნენ წარმოდგენილები.

მაშინ გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მოკრძალებული ინაუგურაცია უნდა ჩატარებულიყო, რადგან სახელმწიფოს ძვირადღირებული ღონისძიებების გამართვის ფუფუნება არ ჰქონდა.

 

განსხვავებით ახალი პრეზიდენტებისგან, 2008 წელს სააკაშვილის ინაუგურაციას 5 ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრო – ტრაიან ბაშესკუ – რუმინეთი, ტოომას ჰენდრიკ ილვესისი – ესტონეთი, ვალდას ადამკუსი – ლიტვა, ვალდის ზატლერსი – ლატვია, ლეხ კაჩინსკი – პოლონეთი. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ინაუგურაციას ესწრებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.

ოთხიდან ერთამდე ჩამოსვლა და დელეგაციების “წონის” შემცირება, სავარაუდოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილებების და ასევე “წონის” შემცირებას უკავშირდება.

რიგით მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.

პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების შემდეგ, პრეზიდენტი და მიწვეული სტუმრები ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში გადაინაცვლებენ. სწორედ წინანდალში იგეგმება საზეიმო მიღება.

magti 5g