LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა.. ტკბილად იძინე შვილო, შენ მეორე სიცოცხლით გაუმაძღარი ნაია ხარ და ის ნაია, ძალიან პატარამ დაიტირა დედაშენმა“ – მზია კახაძე ახალგაზრდა გოგოს შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1489
Untitled design (1)

მზია კახაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ოჯახის ახლობელმა მზია კახაძემ „ფორტუნას“ განუცხადა, მისი ინფორმაციით, ნაია კახაძე ვირუსის გართულებით გარდაიცვალა.

მზია კახაძე ამბობს, რომ გოგონა ჯანმრთელი იყო.

„ვინ თქვა, შვილმკვდარი დედის დარდს ვერავინ გაიგებსო – როცა შენი ბავშვობის ერთადერთ მეგობარს, შენს სისხლსა და ხორცს, უკვდება შენი შვილის კბილა შვილი, შენც შვილმკვდარი დედა ხარ…

მოვდივარ, მალე შენს გვერდით ვიქნები, მაგრამ რა უნდა ვუთხრა დედას რომელიც შვილს დასტირის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთ წვეთ ნუგეშს მოგიტან შენს უსასრულო სასოწარკვეთაში…

არ ვიცი რომელი უფრო მტკივა – ჩემი გაუხარელი, შვილმკვდარი მეგობარი, მისი ანგელოზი შვილი, რომელიც მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა, თუ მისი პაწაწინა, ქალიშვილი, რომლის კივილი ცას სწვდებოდაო…

რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტ ადამიანს ვხედავ უბედურს…😥😥

ტკბილად იძინე შვილო, შენ მეორე სიცოცხლით გაუმაძღარი ნაია ხარ და ის ნაია, ძალიან პატარამ დაიტირა დედაშენმა…😥😥💔💔“, – წერს მზია კახაძე.

ვინ თქვა, შვილმკვდარი დედის დარდს ვერავინ გაიგებსო – როცა შენი ბავშვობის ერთადერთ მეგობარს, შენს სისხლსა და ხორცს,…

Posted by მზია კახაძე on Friday, February 23, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები