ორ მუსიკალურ შოუს შორის მძაფრი კონკურენცია მიმდინარეობს, თუმცა „რუსთავი 2“-ზე „მხოლოდ ქართულის“, „იმედზე“ კი „იქს ფაქტორის“ ეთერში გასვლის დღიდან „მხოლოდ ქართული“ ერთპიროვნული ლიდერია. ჯერჯერობით „იქს ფაქტორმა“ ვერ შეძლო მისი გადასწრება, ასევე ვერც მის მონაცემთან მიახლოვება.
ახლახან მაია ასათიანმა დადო პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ „მხოლოდ ქართულის“ გუშინდელმა ლაივმა 19%-იანი რეიტინგი დაწერა მაშინ, როცა „იქს ფაქტორის“ გუშინდელი რეიტინგი 13 %-ი გახლდათ.