„რადიო დუეტს” მომღერალი სოფო ბათილაშვილი ესტუმრა. „რუსთავი 2″-ის მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართულის” პირველი სეზონის გამარჯვებული სოლოკონცერტისთვის ემზადება. მომღერალმა რადიოს ეთერში ახალი ალბომის და კონცერტის შესახებ ისაუბრა.
28 ივნისს 20:00 საათზე გაიმართება სპორტის სასახლეში სოფო ბათილაშვილის სოლოკონცერტი, ღონისძიებას „ბრავო რეკორდსი” და „რუსთავი 2″ წარმოგვიდგენს, რადიო პარტნიორი კი ამ კონცერტის „არ დაიდარდოა“.
სოფო როგორ ემზადები კონცერტისთვის ?
ალბომი უკვე დასრულებულია და თან მაქვს, ასევე მოვიტანე კონცერტის ბილეთები, რომელიც მინდა გაჩუქოთ. რეპეტიციები მიმდინარეობს მთელი სულით და გულით, მუშავდება სიმღერების ვერსიები, მიუხედავად იმისა რომ მოსინჯული გვაქვს ამ წლის განმავლობაში. იქნება ახალი სიმღერებიც, რომელიც არ გაჟღერებულა აქამდე, დაემატება დუეტებიც. ასევე კიდევ იქნება სხვა ბევრი სიმღერა, რომელიც ალბომში არ არის და იქვე მოხდება მათი პრემიერა. მსმენელს კონცერტის დღიდან შეეძლება ალბომის შეძენა, სპორტის სასახლის ფოიეში, ალბომში არის სულ 9 სიმღერა.
