LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ სიყვარულია ის, რაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უხდება და ყველაზე კარგად გამოსდის“ – რას აცხადებენ ბაბი კირკიტაძე და თათა გიორგობიანი ოზურგეთში გამართული კონცერტის შემდეგ

247
ბაბი კირკიტაძე თათა გიორგობიანი

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. ოზურგეთში მაყურებლის წინაში „ღამის შოუს ბენდი“ წარსდგა.

„ძალიან მიყვარს ჩემი ერი, ჩემი ქართველი ხალხი. ვუსურვებ საქართველოს დიდ ევროპულ ოჯახში ძალიან მალე კიდევ უფრო მეტად გაერთიანებას, მშვიდობიან მომავალს და ღირსეულ მომავალს“, – განუცხადა „ღამის შოუს ბენდის“ მომღერალმა თათა გიორგობიანმა „ქრონიკას“.

მხოლოდ სიყვარულია ის, რაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უხდება და ყველაზე კარგად გამოსდის. ასეთ პირობებში ჩვენ ვიქნებით წარმატებული და ბედნიერი ერი, – განაცხადა ოზურგეთში, კონცერტის შემდეგ მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ.

„გავცვალეთ ემოციები, იგრძნობოდა ერთიანობა და მხარდაჭერა“, – აღნიშნა მომღერალმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g